YouTube-ი კომპანიებს, რომლებმაც უარი თქვეს ვიდეოჰოსტინგზე რეკლამაზე, ფულად კომპენსაციას გადაუხდის

ვიდეოჰოსტინგი YouTube 3 დოლარს გადაუხდის კომპენსაციის სახით იმ კომპანიებს, რომელთა რეკლამას ექსტრემისტული კონტენტის გვერდით განთავსდა.

ასეთი გადაწყვეტილება YouTube-ში მას შემდეგ მიიღეს, რაც ზოგიერთმა ბრენდმა ბოიკოტი გამოუცხადა YouTube-ს და რეკლამის განთავსებაზე უარი თქვა.

გამოცემა The Drum-ის ინფორმაციით, ვიდეოჰოსტინგი უკვე დაუკავშირდა სულ მცირე სამ ბრენდს, რომლებსაც კომპენსაცია შესთავაზა.

მარტში ცნობილი გახდა, რომ „გუგლის“ (რომელიც YouTube-ის მფლობელია) მიერ გაყიდული ზოგიერთი რეკლამა ექსტრემისტულ საიტებზე გამოჩნდა, რომლებიც ე.წ. „ისლამურ სახელმწიფოსთან“ და ნაცისტებთან ასოცირდება.

მომხდარის შედეგად, „გუგლთან“ თანამშრომლობაზე უარი თქვეს ისეთმა კომპანიებმა, როგორებიც არიან „ლორეალი“, „ჰონდა“, გაზეთი „გარდიანი“, სუპერმარკეტების ქსელი Sainsbury’s.