ყავის სახეობებს შორის ყველაზე მეტად ქართველ მომხმარებელს ”ლატე” მოსწონს

ქილებში ჩამოსხმული ცივი ყავის ბაზარზე საქართველოში Nestle ლიდერობს. დამოუკიდებელი კვლევითი კომპანია GAMMA-ს ინფორმაციით, Nestle-ს ქართული ბაზრის 30% უკავია, მას მკვეთრად ჩამორჩება მეორე ადგილზე მყოფი D- DEAN Foods co (18,7%). მესამე პოზიცია კი ტაილანდურმა კომპანია OKF-მა მოიპოვა (17,9 %).

მომდევნო ადგილებს ინაწილებენ Pokka (11.9%), MR. BROWN (9%) და BONCAFE (6.4%). ცივის ყავის ადგილობრივ მწარმოებლებს ერთად, ქართული ბაზრის მხოლოდ 2,2% ერგოთ, ბოლო ადგილზე DELLOS F&B CO გავიდა (1,5%).

რაც შეეხება სახეობებს, ყველაზე პოპულარულ გემოდ ქართველმა მომხმარებლებმა ”ლატე” აღიარეს. შესაბამისად, NESCAFE Latte-მ ლიდერის პოზიცია და ბაზრის 12,8% მოიპოვა. მას მცირედ ჩამორჩება NESCAFE Espresso (11,2%), მესამე ადგილი კი O.D. Gourmet Caffe Latte -ს ეკუთვნის (7,4%). Gourmet Cappuccino ცივი ყავის ბაზარზე 5,5%-იან წილს ფლობს, OKF Cappuccino კი - 4,9%-ს.

თანაბარი წილები (4,7%-4,7%) გადაინაწილეს OKF Latte -მ და MR. BROWN Vanilla -მ, Pokka Milk კი 4.2%-ით შემოიფარგლა.

აღსანიშნავია, რომ GAMMA-მ ცივი ყავის ბაზრის კვლევა საქართველოში გასული წლის ნოემბერ-დეკემბერში ჩაატარა.