საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან მიღებული ახალი პროგრამა არის მნიშვნელოვანი პოლიტიკური გზავნილი ჩვენი ქვეყნისთვის , - განაცხადა პირველმა ვიცე პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ეკონომიკურ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.
მისი განცხადებით, ამომრჩევლისთვის მიცემული ყველა წინასაარჩევნო დაპირება უკვე იმპლემენტირებულია საშუალოვადიან ბიუჯეტში.
„საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამა სრულად ეფუძნება მთავრობის 4-პუნქტიან გეგმას და მას სრულად უჭერს მხარს“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.