განხილვის ერთადერთი საგანი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები იყო , - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარის ფადი ასლის განცხადების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ აღნიშნა.
,,კიდევ ერთხელ მიწებთან დაკავშირებით ვიტყვი, რომ ამაზე საუბარი არ არის, არ ყოფილა და არც განიხილება საერთოდ. ერთადერთი განხილვის საგანი იყო სასოფლო-სამეურნეო მიწები. სხვა სახის მიწების განხილვის შემთხვევები არასდროს ყოფილა", - განაცხადა გახარიამ.
ფადი ასლის განცხადებით, უცხოელებზე არა მარტო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების, არამედ ყველა ტიპის მიწის გაყიდვა აიკრძალება. ფადი ასლი ,,ფეისბუქის" გვერდზე წერს, რომ კანონში, რომელიც პარლამენტმა ორი მოსმენით მიიღო, სიტყვა ,,სასოფლო- სამეურნეო" აღარ წერია და ის ყველა ტიპის მიწაზე გავრცელდება.