"ელიავას ბაზრობის" თანამშრომელთა ნაწილი ბაზრობის სხვა ადგილას გადატანის წინააღმდეგია. "ელიავას ბაზრობის" საკითხი ხმაურის მიზეზი გახდა ტექნიკურ უნივერსიტეტში გამართულ შეხვედრაზე, სადაც დედაქალაქის მერი, დავით ნარმანია და თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფი პროფესორ-მასწავლებლებს შემუშავებულ კონცეფციას აცნობს.
როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას "ელიავას ბაზრობის" ერთ-ერთმა მესაკუთრე თეა ანდრიაძემ განაცხადა, უნდა მოხდეს ტერიტორიის რეკონსტრუქცია და გალამაზება.
მისივე თქმით, პროექტი არსებობს, თუმცა შესაბამის სამსახურებს არ განუხილავთ.
ანდრიაძე ტერიტორიაზე დასაქმებულების ინტერესებზე ამახვილებს ყურადღებას.
ამასთან, "ელიავას ბაზრობაზე" ორი მაღაზიის მეპატრონის, მამუკა კაპანაძის თქმით, ბაზრობის გადატანა შექმნის პრობლემას. მისივე თქმით, ტერიტორიაზე დასაქმებულ მოქალაქეებს კრედიტები აქვთ. მისი თქმით, ბაზრობის გადატანას "ყველა ეწინააღმდეგება".