ფინანსთა სამინისტრომ დეპუტატ გივი თარგამაძის ძმა დაკითხა

ზაზა თარგამაძე სამშენებლო კომპანია Paul Shuler Und Irao Group-ის თაობაზე, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაიკითხა.

საგამოძიებო სამსახურის დატოვების შემდეგ, ზაზა თარგამაძემ ჟურნალისტებს მხოლოდ ის გაუმხილა, თუ რა საკითხთან დაკავშირებით დაკითხეს. სხვა დეტალებზე კომენტარის გაკეთებისაგან მან თავი შეიკავა და განმარტა, რომ კომენტარს გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ვერ გააკეთებდა.

"ზაზა თარგამაძე დაიკითხა კონკრეტულ სამშენებლო კომპანიასთან დაკავშირებით. მას ყველა კითხვაზე ჰქონდა ამომწურავი პასუხი. მიმაჩნია, რომ გამოძიებასთან, რაც სათქმელი ჰქონდა ჩემ დაცვის ქვეშ მყოფს, ყველა საკითხზე ისაუბრა და მის არავითარ საქმიანობაში არავითარი დანაშაულის ნიშნების მაგვარი არ იკვეთებოდა", - განაცხადა თაგრამაძის ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ.