გიორგი ცინცაძე: „ვესტუსის გამოყენებით ჩვენი ქვეყანა დაზოგავს მყარ ვალუტას და გახდება ენერგოდამოუკიდებელი“
ბუნებრივი აირის ტარიფის გაზრდაზე გადაწყვეტილება ენერგეტიკის მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ უკვე მიიღო. საქართველოში გაზი ყველა მომხმარებლისთვის გაძვირდა, კერძოდ, 20 ივლისიდან თბილისის აბონენტებისთვის გაზის ტარიფი ნახევარ თეთრზე მეტით, ხოლო რეგიონებში 2-დან 5 თეთრამდე გაიზარდა. ახალი ტარიფებით თბილისის მოსახლეობა, რეგიონებთან შედარებით, გაზს 10 თეთრით იაფად მიიღებს. აღნიშნული ცვლილება ძალაში 2018 წლის 31 დეკემბრამდე დარჩება. უდავოა, რომ ბუნებრივი აირის ღირებულების მომატება პირველადი მოხმარების პროდუქტებს გააძვირებს, რაც კიდევ უფრო მეტად აწევს ინფლაციის მაჩვენებელს. სოციალური ფონის გაუარესებაზე საუბრობენ ექსპერტებიც.
შემოდგომა-ზამთრის მოახლეობასთან ერთად ბუნებრივია გაიზრდება ენერგომატარებლების მოხმარებაც და გაძვირებული კომუნალური გადასახადები კიდევ უფრო მეტად დააწვება მოსახლეობის ისედაც მწირ ბიუჯეტს. მთავარობაში აცხადებენ, რომ ენერგოეფექტური ღონისძიებების დანერგვა მოსახლეობას ხელს შეუწყობს, რომ მათ მიერ მოხმარებული ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის მოცულობა შემცირდეს, შესაბამისად, შემცირდება გადასახდელი თანხის რაოდენობაც და დადებითად აისახება. „ენერგიის მოხმარება მთელ მსოფლიოში იზრდება და ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ შენობა იყოს უფრო ენერგოეფექტური, დაინერგოს ენერგოეფექტურობა წარმოებაში (ან მრეწველობაში), დაინერგოს უფრო ენერგოეფექტური ტრანსპორტი და ა.შ,” - მიაჩნიათ მთავრობაში.
შეგახსენებთ, რომ საქართველო ენერგოეფექტურობის შესახებ კანონის შემუშავებას გეგმავს, რომლის დებულებების თანახმად, 2030 წლამდე სათბურის აირების გამოყოფა 15%-ით შემცირდება. შეგახსენებთ, რომ 2014 წლის ივნისში საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, ხოლო ორი წლის შემდეგ ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების წევრი გახდა. ამით ქვეყანამ ენერგოეფექტური ნაგებობების აშენების ვალდებულებაც აიღო.
ენერგოეფექტურობის მნიშვნელობაზე მიანიშნებენ ბუნების დამცველებიც და აცხადებენ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, როცა ქართულ ბაზარზე შემოდის ახალი კომპანია, რომელიც აწარმოებს ენერგოეფექტურ სამშენებლო მასალას ნანოტექნლოგიის გამოყენებით. რაც ასევე ხელს შეუწყობს გარემოს დაცვითი პრინციპების დაცვასა და მწვანე ბიზნესის განვითარებას ქვეყანაში.როგორც ირკვევა ენერგოეფექტურობაზე ყველა საუბრობს, თუმცა რა მდგომარეობაა ამ მხრივ ქართულ ბაზარზე, რას სიახლეს სთავაზობენ ბაზარზე მოქმედი კომპანიები მომხმარებელს, კერძოდ, როგორ შეამციროს ენერგომოხმარება ნანო ტექნოლოგიებით შექმნილი პროდუქტების გამოყენებით, როგორ შევხდეთ ზამთარს და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე გვესაუბრება ინოვაციური პროდუქტების მწარმოებელი კომპანია „სიგმა ტექნოლოჯის & სოლუშენსის“ თანადამფუძნებელი და მთავარი აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ცინცაძე: „დღეს ქართულ ბაზარზე არსებული პროდუქტები მოძველებულია არა მარტო ფასის გამო, არამედ ტექნოლოგიურადაც. მათი დატანება შეუძლებელია ყველა ზედაპირზე. მაგალითად, ბინაში შესასვლელ რკინის კარზე, რომელიც სითბოს მთავარი გადინების წყაროა. ასევე თუნუქის სახურავზე ან ცივი და ცხელი წყლის მილებზე, მათი გარედან დატანის შემდეგ აუცილებელია ზედაპირის მოპირკეთება. „ვესტუსი“ შეიძლება იყოს ბოლო ფენა. ამ ფონზე, შეუძლებელია საცხოვრებელ კორპუსში ლოკალურად ერთი ბინის დათბუნება, რადგან სხვა მაცხოვრებლების სურვილიც იქნას გათვალისწინებული. გარდა ამისა, ქალაქის სამსახურები არ მისცემენ ფასადის ცვლილების ნებართვას და ა.შ. ამიტომაც მსოფლიოში სახელმწიფოების მიერ ხდება მოსახლეობის სუბსიდირება, რათა მათ მოახდინონ საკუთარი საცხოვრებლების დათბუნება და ამით ენერგომატარებლების ეკონომია და ატმოსფეროში გამოტყორცნილი CO-ს შემცირება. საქართველოც სწორედ, ამ მიმართულებით უნდა წავიდეს და ენერგოეფექტურობაზე ზრუნვა მთავრობისთვის პრიორიტეტული გახდეს“.
კომპანია „სიგმა ტექონოლოჯის & სოლოუშენი“ მომხმარებელს „ვესტუსს“ სთავაზობს, რომელიც ნანო ტექნოლოგიით დამზადებული თერმო, ჰიდრო და ანტიკოროზიული და ხმის საიზოლაციო ინოვაციური პროდუქტია. პროდუქტის უნიკალურობას გამოყენების სიმარტივე, რომელიც შენობა- ნაგებობის შენახვის მინიმუმ 16-წლიან გარანტიას იძლევა. დღეს ქართულ ბაზარზე აღნიშნულ პროდუქტზე მოთხოვნა დიდია და აღნიშნული ხარისხის და ამ ფასის შესაბამის პროდუქტის ანალოგი საქართველოში არ არის, რაც კვლევებმაც დაადგინა.კომპანია დაარსდა ქართული კაპიტალით და ბაზარზე რამდენიმე წელია, რაც ოპერირებს. კომპანია, რომელიც ორიენტირებულია სამშენებლო მასალების ახალი და ინოვაციური ტექნოლოგიების საქართველოს ბაზარზე შემოტანასა და დანერგვაზე, გამოირჩევა ადგილობრივი ინვეტიციებით და არ არღვევს ქვეყნაში არსებულ ენერგეტიკული უსაფრთხოების ნორმებს. წარმოებაში გამოიყენება მხოლოდ მაღალი ხარისხის ნედლეული, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება.
კომპანია დაარსდა ქართული კაპიტალით. ინვესტიციების მოცულობამ მილიონ ნახევარ ლარს გადააჭარბა. ასევე იგეგმება მისი გაზრდა და სხვადასხვა უნიკალური პროდუქტების დამატება. უკვე არსებულ ჰიდრო და თერმოიზოლაციებთან ერთად, კომპანიას დაგეგმილი აქვს ქართულ ბაზარზე შემოიტანოს თხევადი ცელოფანი, მაგნიტური საღებავი, კოღოს საწინააღმდეგო საღებავი, ხმის იზოლაცია, ანტიკოროზიული იზოლაცია, ხანძარსაწინააღმდეგო და ელექტრომაგნიტური გამოსხივების საწინააღმდეგო საღებავი. მნიშვნელოვანია, რომ წარმოებაში გამოიყენება მაღალი ხარისხის ნედლეული, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება. ნედლეული შემოდის მხოლოდ პირველი კლასის ხარისხის. ძირითადი მომწოდებლები არიან საფრანგეთი, შვეიცარია და თურქეთი.
მნიშვნელოვანია, რომ კომპანია ნანო ტექნოლოგიებით შექმნილ ინოვაციურ პროდუქტს „ვესტუსს“ საქართველოში აწარმოებს და ასევე სარგებლობს ექსპორტის ექსკლუზიური უფლებით მეზობელ ქვეყნებში, მათ შორის, სომხეთში, აზერბაიჯანსა და ირანში. ასევე იგეგმება პროდუქციის გატანა ჩინეთშიც: „აღნიშნული პროდუქცია ჩვენს მეზობელ ქვეყნებში არ არის, შესაბამისად, მათზე მოთხოვნა კიდევ მეტად გაიზრდება, ვიდრე დღეს არსებობს, რადგან ეს არის კონკურენტუნარიანი პროდუქტი. ამასთან, არის ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების გარკვეული ნაწილი, რადგან ქვეყნიდან ნაკლები თანხა გაედინება ენერგომატარებლებზე. კერძოდ, ადამიანი ნაკლებს მოიხმარს და უფრთხილდება თბოენერგორესურსებს. შესაბამისად თბოელექტროსადგურებისგან ნახშროჟანგის გამოყოფა ჰაერში ნაკლებია. შესაბამისად, აღნიშნული პროდუქტი მნიშვნელოვანია ენერგეტიკულად, ეკოლოგიურად და ეკონომიურად. ამასთან, კომპანია „სიგმა ტექონოლოჯის & სოლოუშენის“ მიერ წარმოებული ყველა პროდუქტი არის ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო, დამზადებული ეკოლოგიურად სუფთად. ეს დასტურდება სხვადასხვა საერთაშორისო სერტიფიკატით”.
და მაინც, რას გულისხმობს ენერგოეფექტურობა შენობებში?