ლიკანის პარკს მიენიჭება ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია, რაც გულისმობს იმას, რომ პარკში არსებული კომპლექსები რეაბილიტირდება და ქვეყნის წარმოსაჩენად იქნება ერთ-ერთი ულამაზესი ტურისტული მიმართულება , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული სტატუსის მინიჭება ლიკან-ბორჯომის ეკონომიკური განვითარების კუთხითაც წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება. „ლიკანის პარკს მიენიჭება ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია, რაც გულისმობს იმას, რომ არსებული კომპლექსები, რაც პარკში მდებარეობს, რეაბილიტირდება და ჩვენი ქვეყნის წარმოსაჩენად იქნება ერთ-ერთი ულამაზესი ტურისტული მიმართულება. ამ კუთხით უკვე გაკეთებულია ბევრი რამ, თუმცა, ვფიქრობ, ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიაში გადაყვანით ჩვენ უფრო გავამყარებთ პარკის სტატუსსაც და, რა თქმა უნდა, ლიკან-ბორჯომის ეკონომიკური განვითარების კუთხით, ასევე, იქ ახალი სამუშაო ადგილების შექმნის კუთხით არის ძალიან მნიშვნელოვანი“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.