გოცირიძე მთავრობას ბიუროკრატიული ხარჯების ზრდაში ადანაშაულებს

ბიუროკრატიული ხარჯები წელს სახელმწიფო ბიუჯეტში, მხოლოდ ხელფასის სახით, 126 მილიონი ლარით გაიზარდა, - განაცხადა ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა, რომან გოცირიძემ.

გოცირიძემ გადაცემა ”ბიზნესკურიერში” უარყოფითად შეაფასა მთავრობის პოლიტიკა, რომელიც მიმართულია დამატებითი სახელმწიფო უწყებების, მათ შორის, სააგენტოების შექმნისკენ.

”126 მილიონი ლარი არის უმაღლესი განათლების ბიუჯეტზე ორჯერ მეტი თანხა... ახალი საბიუჯეტო სტრუქტურების შექმნა ძველი, საბჭოთა გადმონაშთია, როდესაც პრობლემის გადაჭრა ხდება ახალი ორგანიზაციის დაფუძნებით, როცა ქმნიდნენ ე,წ, ”გლავკებს”. მაგალითად, თუ მოხდებოდა ნახშირის მიწოდების პრობლემა, შექმნიდნენ ”გლავუგოლს”, ”გლავმეტალსა” და ა.შ. საბაზრო ეკონომიკის ქვეყნებში, პირიქით, მაქსიმალურად მცირდება სახელმწიფო დაწესებულებები და რეგულაციები და ბაზარი განსაზღვრავს მათ ეფექტურობას”, - განაცხადა გოცირიძემ.