მიხეილ დუნდუა - ნაცები და ნაცის-ფერები VS კალაძე

ინტერნეტ სივრცეში ნაცები და ნაცის ფერები დემაგოგიაში ერთმანეთს გამალებით ეჯიბრებიან -ამის შესახებ ეკონომისტი მიხეილ დონდუა „ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს.

„ბიზნესპრესნიუსი" პოსტს უცვლელად გთავაზობთ.

"კალაძის დროს ენერგეტიკაში პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა მკვეთრად იკლო და ახლა თბილისის მერი რომ გახდება, არც თბილისს დააყრის კარგ დღესო.

დავინტერესტდი, იქნებ მე რამე გამომრჩა და რაღაც უბედურებაა ჩვენს ენერგეტიკულ მოწყობაში ისეთი, რომ ინვესტორები გაქცეულანთქო.

თქვენც არ მომიკვდეთ! ვერ ვიპოვე სკანდალი და ვერ დავინახე ინტრიგა, მაგრამ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ნაცების და მისფერების ნათქვამი ერთი სიტყვის დაჯერებაც არ შეიძლება.

მაშ ასე,ფაქტები ციფრებში!

(აქვე შეგახსენებთ, რომ ეკონომიკის სექტორების მიხედვით პირდაპირი უცხოური ინვესტიციების აღრიცხვა საქართველომ 2007 წლიდან დაიწყო.)

გადავავლოთ თვალი სტატისტიკას:

კალაძის მინისტრობის ოთხწლედის პერიოდში, ანუ 2013-2016 წლებში ენერგეტიკაში სულ $761 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა

რაც

12%-ით აღემატება ნაცების პირველ 2007-2010 წწ ოთხწლედს

და

47%-ით აღემატება ნაცების მეორე 2008-2011 წწ ოთხწლედს

და

88.8%-ით აღემატება ნაცების ბოლო 2009-2012 წწ ოთხწლედს

***

ერთი ეს გამკვირვებია, ნაცები და ნაცის ფერები არჩევნებს ვერ იგებენ , ვერ იგებენ....ეს ბუღალტერია რაღად აიკიდეს ?" - წერს დუნდუა