საპატრიარქოს შემოწირული თანხებით აშენებული სასტუმრო "სნო" გაიხსნა.
საზეიმო ცერემონიას პატრიარქი, პრეზიდენტი, პრემიერი და პარლამენტის თავმჯდომარე დაესწრნენ. სასტუმრო სოფელ სნოში პატრიარქის რეზიდენციის ტერიტორიაზე აშენდა. უკვე ცნობილია, რომ სასტუმროდან შემოსული თანხა სოფლის განვითარებას მოხმარდება. აქ სასტუმროს აშენების ძირითადი იდეა იმაში იყო, რომ ადგილობრივი მოსახლეობა არ მოწყდეს აქაურობას და დასაქმდეს. სასტუმროს ძირითადი შემოსავალი ადგილობრივი მოსახლეობის დახმარებას და სოფლის განვითარებას მოხმარდება. სასტუმროში სულ 34 ნომერია.