გასული და მიმდინარე კვირების ფინანსური ბაზრის მიმოხილვა

ძვირფასი ლითონი ინარჩუნებს აღამავალ ტრენდს და მყარდება. ტექნიკურ გამყარებას ხელს უწყობს ამერიკული დოლარის სისუსტეც.

ხუთშაბათს, 20 ივლისს ოქრო გამყარდა და 1227$-დან ავიდა 1255$-მდე.

bpn

გასულ კვირას "შავი ოქრო" შესუსტდა. ოპეკ-ი ფასის დასტაბილურებასა და წარმოების შემცირებას ცდილობს. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ შესაძლოა, საუდის არაბეთმა კიდევ შეამციროს წარმოება ფასი დასტაბილურების მიზნით.

მაგრამ ჯერჯერობით ეს განცხადებები დადებით ზეგავლენას არ ახდენს ნავთობზე, რადგან გლობალური მიწოდება ჯერ კიდევ ჭარბი რაოდენობით არის. პარასკევს 21 ივლისს Baker Hughes-ის მონაცემებით, ამერიკაში საბურღი დანადგარების რაოდენობამ 265-ს მიაღწია. ამ ინფორმაციის ფონზე "ბრენტის" მარკის ნავთობი 50$-დან 47$-მდე, ხოლო WTI-ის 47$-დან 45$-მდე.

ელექტრონული ვალუტა, ბიტკოინი, რომელიც 2009 წლიდან არსებობს, ინვესტორების დიდი ყურადღების ქვეშ მოექცა და მისი ფასი ამ დროისთვის ოქრო ფასს აღემატება.

უოლ-სტრიტზე ფიქრობენ, რომ ბიტკოინის ფასი კიდევ გაიზრდება, რადგან დიდია ბაზარზე ელექტრონული ვალუტის მოთხოვნა. გასულ კვირას ბიტკოინის ფასი მკვეთრად გამყარდა და 1863$-დან ავიდა 2903$-მდე.

bpn

რაც შეეხება სავალუტო ბირჟას, ფორექსი საკმაოდ აქტიური იყო მთელი კვირის განმავლობაში. ძირითადად ინვესტორების ყურადღება გადატანილი იყო ევროპასა და ავსტარლიაში მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებზე.

ხუთშაბათს, 20 ივლისს, ევროპის ცენტრალურმა ბანკმა საპროცენტო განკვეთი დატოვა იგივე 0 პროცენტიან ნიშნულზე. თუმცა, ბაზრებს მოლოდინი აქვთ, რომ ევროპის ცენტრალური ბანკი სექტემბრისთვის აწევს საპროცენტო განაკვეთს. დრაგის განცხადებების ფონზე ევროპული ვალუტა გამყარდა. საინტერესო წყვილი იყო EUR/USD. წყვილმა გაარღვია 2016 წლის მაისის მაქსიმუმი და 1.14780-დან ავიდა 1.16817-მდე.

bpn

ავსტრალიის ბანკის ბოლო სხდომის პროტოკოლზე ბანკის წარმომადგენლის, გაი დებელის თქმით, ეკონომიკური წინსვლა საკმაოდ მკვეთრია და ბანკი ვერ ხედავს ამ ეტაპზე საპროცენტო განაკვეთის ზრდის საჭიროებას, რის ფონზეც ავსტრალიური დოლარი გამყარდა.

თუმცა, 20 ივლისს, გამყარებული ავსტრალიური დოლარი ისევ დასუსტდა. საინტერესო წყვილი იყო AUD/NZD, რომელმაც ორივე მიმართულებით იმოძრავა. მოძრაობის დიაპაზონი იყო 1.08445-დან 1.06046-მდე.

bpn

გადავიდეთ მიმდინარე კვირაზე, 24-28 ივლისის კალენდარში უხვადაა ჩანიშნული სხვადასხვა ქვეყნის მნიშვნელოვანი ეკონომიკური ინფორმაციები. დღეს, 24 ივლისს, სამომხმარებლო ფასების ინდექსს გამოაცხადებენ: 12 საათზე ევროზონა, ხოლო 17 საათსა და 45 წუთზე - ამერიკა. დღის განმავლობაში ყურადღება მიაქციეთ EUR/USD-ის წყვილს.

სამშაბათს, 25 ივლისს, 11 საათსა და 30 წუთზე შვედეთიდან გამოვა სამომხმარებლო ფასების ინდექსი. 12 საათზე გერმანია გამოაქვეყნებს მოლოდინის ინდექსს საქმიან წრეებში. ხოლო საღამოს, 18 საათზე ამერიკა გამოაქვეყნებს მომხმარებლის სიმტკიცის ინდექსს. ვაჭრობა რეკომენდირებულია: USD/SEK; EUR/USD; USD/CAD-ის წყვილებზე.

ოთხშაბათს, 26 ივლისს, დილის 6-ის ნახევარზე ავსტრალიიდან გამოვა სამომხმარებლო ფასების ინდექსი, დღის 12 საათსა და 30 წუთზე ბრიტანეთიდან გამოდის მ.შ.პ. ხოლო საღამოს 22 საათზე ამერიკის ფედერალური ბანკის გადაწყვეტილება იქნება საპროცენტო განაკვეთთან დაკავშირებით. სავაჭროდ აქტიური წყვილები იქნება AUD/USD, GBP/USD, EUR/USD USD/JPY-ის წყვილები.

ხუთშაბათს პასიური დღე იქნება, ინფორმაციულად ვაჭრობა შესაძლებელია ტექნიკური ანალიზების მიხედვით. პარასკევს, 28 ივლისს, ღამის 4-ის ნახევარზე იაპონია გამოაცხადებს უმუშევრობის დონეს და სამომხამრებლო ფასების ინდექსს. დილის 9 საათსა და 30 წუთზე მთლიან შიდა პროდუქტს გამოაცხადებს საფრანგეთი, ხოლო საღამოს 16 საათსა და 30 წუთზე ამერიკა. ატიური წყვილები იქნება: USD/JPY, EUR/JPY და USD/CAD.

წყარო: Globex Analytics