ფრენსის ფორდ კოპოლა. რა ასოციაციები გიჩნდებათ ამ სახელთან? "ნათლია!" - დაუფიქრებლად უპასუხებს ნებისმიერი, და ეს სწორიცაა. და ღვინო? ღვინოსთან ასოციაცია თუ უჩნდება ვინმეს? თუ არა, მაშინ ახლავე გამოვასწორებთ.
იმიტომ, რომ ხუთგზის ოსკაროსანი, რეჟისორი და სცენარისტი ფრენსის ფორდ კოპოლა - კალიფორნიაში, და საერთოდ შტატებში, ცნობილი მეღვინეა.
და ეს არ გახლავთ ჰობი... კოპოლა - ძალიან მსხვილი მიწათმფლობელია, მისი ვენახები 2000 ჰექტარზეა გადაჭიმული, წარმოების მოცულობა კი წელიწადში მილიონობით ბოთლით იზომება. მეღვინეობაში ოსკარი რომ გადაიცემოდეს, კოპოლას აუცილებლად წარადგენდნენ ნომინაციაზე - მისი მეურნეობა კალიფორნიული ღვინის უმსხვილეს მიმწოდებელთა ათეულშია მსოფლიოს მასშტაბით.
კოპოლა ამ მეურნეობის არა მხოლოდ მფლობელია - რომელიც დროდადრო სტუმრობს, ისვენებს და ამოწმებს, თუ როგორ მუშაობენ მმართველები. არა, ის აქ ცხოვრობს. ნაპას ხეობაში, მამულში სახელწოდებით რუბიკონი - ყურძნის მტევნების სამოთხეში.
1975 წელს, "ნათლიასგან" მიღებული მოგებით, კოპოლამ თავისი პირველი ვენახები შეიძინა და დიდი ხნის ოცნება აისრულა. თუმცა, როდესაც თანხა დასჭირდა ფილმისთვის "აპოკალიფსი დღეს", ბანკში მოუწია ვენახების ჩადებამ - ხელოვნებამ კვლავ მსხვერპლი მოითხოვა. იმ დროს ცოტა დააკლდა, რომ მეღვინეობის ბიზნესი არ დაეკარგა, მაგრამ რეჟისორი ფილმმა "ნათლია 3" იხსნა, რომლისგან მიღებული თანხით ბანკის ვალი დაფარა. ფილმისგან "დრაკულა" მიღებულმა შემოსავალმა კი საშუალება მისცა, დამატებითი მიწის ნაკვეთები შეეძინა.
შეძენილ მამულებში ფრანგული შატოს მსგავსი ნაგებობა იყო. კოპოლა კი ოცნებობდა, კალიფორნიულ მიწაზე ნამდვილი საფრანგეთის ნაწილი შეექმნა, ვენახებითა და სასახლით. ამ ოცნების ასრულებას რამდენიმე წელი და უზარმაზარი თანხა დაახარჯა.
დღეს მისი რეკონსტრუირებული მამული ღიაა ღვინის მოყვარული ტურისტებისთვის. ადრე მას NiebaumEstate ეწოდებოდა, პირველი მფლობელის სახელი, შემდეგ - Niebaum-CoppolaEstate, ახლა კი RubiconEstate ჰქვია - საფირმო ღვინის Rubicon პატივსაცემად. იხილეთ გაგრძელება