საქართველოში საერთაშორისო ტურისტული გამოფენა მოეწყობა

საგამოფენო ცენტრ ”ექსპოჯორჯიაში” 11-13 აპრილს მე-16 საერთაშორისო ტურისტული გამოფენა ”CTF 2014” გაიმართება.

როგორც ”ექსპოჯორჯიაში” აცხადებენ, ღონისძიება მიმართულია როგორც საქართველოს ადგილობრივი ტურისტული პოტენციალის, ასევე უცხოური მარშრუტების პოპულარიზაციისკენ.

”დაახლოებით, 650 მილიონი დოლარი უკვე ინვესტირებულია საქართველოს ტურისტულ ინდუსტრიაში, მათ შორის, ისეთი ცნობილი სასტუმროს ბრენდების მიერ, როგორიცაა, ”მარიოტი”, ”შერატონი”, რადისონი”, ”ჰაიატი”, ”ჰილტონი” ” ინტერკონტინენტალი” და ”კემპინსკი”. ხელსაყრელი გეოპოლიტიკური სიტუაცია საქართველოს საშუალებას აძლევს, რეგიონულ პროდუქტებს თავი მოუყაროს და რეგიონული ტურიზმის განვითარების საუკეთესო გარემო შექმნას”, - აცხადებენ საგამოფენო ცენტრში.

ღონისძიებას ადგილობრივ და უცხოურ ტურისტულ კომპანიებთან ერთად ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და ტურიზმის სააგენტოს ხელმძღვანელი პირებიც დაესწრებიან.