„ელიტ ელექტრონიქსმა“ სენაკში, რუსთაველის #261-ში ახალი მაღაზია გახსნა.
როგორც „ელიტ ელექტრონიქსი“ იუწყება, კომპანია ადგილობრივ მოსახლეობას მაღაზიის გახსნასთან დაკავშირებით ფასდაკლების აქციას სთავაზობს ყველა პროდუქტზე - როგორც ნაღდი ანგარიშსწორებით, ასევე განვადებით შეძენისას.
„მაღაზიაში წარმოდგენილია მსოფლიოში წამყვანი ბრენდები. „ელიტ ელექტრონიქსი“ არის Apple-ის ავტორიზებული პარტნიორი საქართველოში, Bosch-ის, Siemens-ის და Gorenje-ს ექსკლუზიური და ერთადერთი წარმომადგენელი, აგრეთვე, Samsung-ის ოფიციალური პარტნიორი. „ელიტ ელექტრონიქსი“ საქართველოს სამომხმარებლო ბაზარზე 21 წელია მოღვაწეობს და მისი მიზანია მიაწოდოს თანამედროვე და ხარისხიანი პროდუქცია მომხმარებელს, ასევე, შეუქმნას მათ მაქსიმალურად კომფორტული გარემო ტექნიკის შესაძენად, გაუწიოს მაღალკვალიფიციური კონსულტაცია და ბაზარზე მუდამ ინოვაციური პროექტებით წარსდგეს“, - ნათქვამია „ელიტ ელექტრონიქსის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.