”ქართული ოცნების” დეპუტატმა ვანო ზარდიაშვილმა უარყო გავრცელებული ინფორმაცია, რომლის მიხედვით გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე მისი კანდიდატურა განიხილება.
”უარვყოფ ინფორმაციას, რომლის მიხედვით გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე მე განვიხილები. გუნდში მიდის მსჯელობა მომავალი გენერალური აუდიტორის კანდიდატურასთან დაკავშირებით. წარმოდგენილი იქნება ძალიან კვალიფიციური და ღირსეული კანდიდატურა”, - განუცხადა ვანო ზარდიაშვილმა ”ინტერპრესნიუსს”.
ამასთან, საპარლამენტო უმრავლესობის წევრების ვარაუდით, პარლამენტი ახალ გენერალურ აუდიტორს სავარაუდოდ, საშემოდგომო სესიაზე აირჩევს.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოქმედ ხელმძღვანელს, ლაშა თორდიას უფლებამოსილების ვადა დღეს ეწურება.