დიდუბეში, სოხუმის ქუჩაზე ავარიული სახლის ჩამონგრევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა და რამდენიმე დაშავდა.
როგორც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრში განაცხადეს, დაშავებულთაგან ორი ალადაშვილის სახელობის კლინიკაში, ერთ- მიხაილოვის საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო კიდევ ერთმა ჰოსპიტალიზაციაზე უარი განაცხადა.