NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 62% თავს დაუსაქმებლად მიიჩნევს.
გამოკითხულთა 38% მიიჩნევს, რომ დასაქმებულია.
ამავე კვლევით, 62%-დან, რომელიც თავს დაუსაქმებლად მიიჩნევს, 39% უმუშევარია და ეძებს სამსახურს, 23% პენსიონერია და არ არის დაინტერესებული სამსახურის პოვნით, 13% - დიასახლისია, 8% - უმუშევარია და დაინტერესებულია სამსახურის პოვნით, მაგრამ ამჟამად არ ეძებს სამსახურს, 6% - სტუდენტია, 5% - უმუშევრია და არ არის დაინტერესებულის სამსახურის პოვნით, 3% - შშმ პირია, 2% - პენსიონერია და დაინტერესებულია სამსახურის პოვნით, მაგრამ ამჟამად არ ეძებს სამსახურს, 2% - პენსიონერია და ეძებს სამსახურს.
NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 18 ივნისი - 9 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2 261 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.