NDI-ის კვლევით, გამოკითხულთა 50%-სთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხი სამუშაო ადგილებია.
კითხვაზე, რომელი ეროვნული საკითხებია თქვენთვის და თქვენი ოჯახისთვის მნიშვნელოვანი, გამოკითხულთა 31% სიღარიბეს მიიჩნევს, 30% - ტერიტორიულ მთლიანობას, 28% - ფასების ზრდას, 25% - ხელმისაწვდომ სამედიცინო მომსახურებას, 22% - პენსიას, 16% - ხელფასებს, 11% - რუსეთთან ურთიერთობას, 11% - ადამიანის უფლებებს, 6% - სამართლიანობის აღდგენას, 6% - სამართლიან არჩევნებს, 5% - სიტყვის თავისუფლებასა და ნატო-ში გაწევრიანებას, 4% - სასამართლო სისტემას, ევროკავშირში გაწევრიანებას, 3% კი კრიმინალს..
NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 18 ივნისი - 9 ივლისის პერიოდში 2,261 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) ჩატარდა. კვლევის ცდომილება +/- 2,2%-ია.