2017 წლის 14 ივლისს , ერთიანი აგრო პროექტის ფარგლებში ქ. გორში ახალი, ქართული ზღვის პროდუქტების მწარმოებელი კომპანია ,,უმალი“-ს საწარმო გაიხსნა.
ერთი იდეით გაერთიანებულ პროფესიონალთა და სამთავრობო პროექტ „ერთიანი აგრო პროექტი“-ს ორმხრივი ძალისხმევის წყალობით, დღეს „უმალი“ წარმოადგენს ამიერკავკასიაში ყველაზე დიდ საწარმოს, რომელიც ევროსტანდარტების დაცვით აწარმოებს ქართულ, ადგილობრივ, ბუნებრივ პირობებში მოპოვებული ნედლეულით დამზადებულ, ეკოლოგიურად სუფთა, პროდუქტებს. კომპანიის დამფუძნებლებთა განცხადებით ,,უმალი“ მცირე მეწარმეების გაერთიანების შედეგად დაფუძნებული კომპანიაა. მათი მიზანია გამოიყენონ მცირე ბიზნესის წარმოებით მიღებული ცოდნა , გამოცდილება და პროფესიონალიზმი ქართულ სამომხმარებლო ბაზარზე ,,უმალის“ , როგორც სანდო და ხარისხიანი პროდუქტის დასამკვიდრებლად .
წარმოებაშია როგორც თევზეული , ასევე უსისხლო ზღვის პროდუქტები. ,,უმალი“-ს თევზეულის ,,მენიუ“ სხვა საქართველოს ბაზარზე არსებული ზღვის პროდუქტების მწარმოებელი კომპანიებისგან იმით განსხვავდება, რომ მოიცავს თევზის ისეთ პროდუქტებს, როგორიცაა : თევზის რულეტი, კოტლეტი, პელმენი, ძეხვი და ა.შ. ხოლო უსისხლო ზღვის პროდუქტების სახით წარმოდგენილია : მიდიები, კალმარი, რვაფეხა.
კომპანია „უმალი“ 32 სახეობის პროდუქტს, 8 განსხვავებული ტექნოლოგიით აწარმოებს, მაგალითად, როგორიცაა : ცხლად შებოლილი, ცივად შებოლილი თევზი, თევზის პრესერვები, დამარილებული თევზი და
ა.შ. მსგავსი ტექნოლოგიების გამოყენება უზრუნველყოფს პროდუქტის განსხვავებულ გემოსა და მაღალ ხარისხს.
საქართველოს სამომხმარებლო ბაზრის გათვალისწინებით დადგენილი ოპტიმალური ფასების წყალობით , ,,უმალის“ მომხმარებელთა კატეგორია არ განისაზღვრება კონკრეტული სოციალური სტატუსით და ხელმისაწვდომია ნებისმიერი ასაკისა და სოციალური მდგომარეობის მომხმარებლისათვის.
სოციალურ ქსელში დაწყებული აქტიური სარეკლამო კამპანიები; პროდუქტის შეფუთვა, ფასი, მრავალფეროვანი პროდუქცია და სხვა დადებითი მახასიათებლები , სწორედ ასე ცდილობს „უმალი“ სამომხმარებლო ბაზარზე თავის დამკვიდრებას. გაუწევს თუ არა კონკურენციას სხვა თევზის მწარმოებელ კომპანიებს ეს მომხმარებელთა მხრიდან ნდობის , კომპანიის მხირდან ხარისხის უცვლელობის და რა თქმა უნდა დროის საკითხია.
(R)