ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის თანახმად, თბილისში მცხოვრები გამოკითხული მოსახლეობის 37% მიიჩნევს, რომ მიმდინარე მშენებლობები მისი უბნის იერსახეს არ შეეფერება. კვლევის მიხედვით, კითხვაზე შეეფერება თუ არა მშენებლობა თქვენი უბნის იერსახეს, ასევე უარყოფითად უპასუხა დიდ ქალაქებში გამოკითხული მცხოვრებლების 52%-მა და პატარა ქალაქის მცხოვრებთა 68%-მა.
დედაქალაქში მცხოვრებთა 37%-ის თქმით, მშენებლობები მნიშვნელოვანია მათი უბნის განვითარებისათვის. ასევე ფიქრობს დიდი ქალაქების გამოკითხული მოსახლეობის 31% და პატარა ქალაქებში მცხოვრებთა 25%.
კვლევის მიხედვით, თბილისის გამოკითხული მოსახლეობის 35% ფიქრობს, რომ ამ მშენებლობების პროცესი არ არის უსაფრთხო. გამოკითხულ თბილისელთა 42% მიიჩნევს, რომ ახალი მშენებლობები პარკირებასთან დაკავშირებულ პრობლემებს იწვევს.
NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 18 ივნისი - 9 ივლისის პერიოდში ჩატარდა, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,261 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.
საშუალო ცდომილების ზღვარი +/-2,2%-ია.