"ვისოლი” მომსახურების ახალ ობიექტს ხსნის

დავით აღმაშენებლის ხეივნის მე-9 კილომეტრზე, "ვისოლი" ავტოგასამართ სადგურზე მომსახურების ახალ ობიექტს ხსნის.

კომპანიაში აცხადებენ, რომ "ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას" მომსახურების ახალი ცენტრი კორპორაციულ მომხმარებელს საშუალებას მისცემს, სრულყოფილი მომსახურება მათთვის მოსახერხებელ ადგილას მიიღონ.

”მომსახურების ცენტრების ქსელის განვითარება ერთგულ მომხმარებელს უმაღლესი ხარისხის პროდუქტისა და მომსახურების მიღებისთვის დამატებით კომფორტს უქმნის, რაც ჩვენი ბიზნეს ჯგუფის ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტია", - აცხადებს "ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას" გენერალური დირექტორი, ვასილ ხორავა.

კომპანიაში ამბობენ, რომ "ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას" საკუთრებაში არსებული ავტოგასამართი სადგურების ყველაზე ფართო ქსელი აქვს საქართველოში და მომხმარებელს ნავთობპროდუქტების ყველაზე ფართო არჩევანს სთავაზობს.

2014 წლის თებერვლიდან "ვისოლის" ქსელში "ეკო სუპერის, "ეკო დიზელის", "ეკო პრემიუმის" რეალიზაცია დაიწყო. კომპანიის ინფორმაციით, ”ვისოლი” ინოვატორია საქართველოს ნავთობსექტორში და უმაღლესი ხარისხის საწვავისა და მაღალტექნოლოგიური სერვის პროდუქტების შეთავაზებით საცალო ბაზრის ლიდერია.