NDI-ის კვლევის თანახმად, საქართველოში გამოკითხული მოსახლეობის 73% ფიქრობს, რომ მუშების სამუშაო პირობები უსაფრთხო არ არის.
გამოკითხულთა 66%-ს მიაჩნია, რომ საქართველოში შრომითი უფლებები კარგად არ არის დაცული კერძო სექტორში, 48%-ის აზრით, შრომითი უფლებები კარგად არ არის კარგად დაცული სახელმწიფო დაწესებულებებში. გამოკითხულთა 46%-ს მიაჩნია, რომ მოქალაქესა და დამსაქმებელს შორის დავების უმეტესობაში, სასამართლო უპირატესობას დამსაქმებელს ანიჭებს.
NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 18 ივნისი - 9 ივლისის პერიოდში ჩატარდა, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,261 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.
საშუალო ცდომილების ზღვარი +/-2,2%-ია.