თბილისში Wendy's-ის და Smart-ის ახალი ქსელი გაიხსნება

მულტინაციონალური კომპანია Wendy's საქართველოში, "ვისოლ ჯგუფთან" ერთად ამერიკული რესტორნების ქსელის განვითარებას აგრძელებს.

ამის შესახებ bpn.ge-ის "ვისოლ ჯგუფის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის სპეციალისტმა, რუსუდან კბილაშვილმა განუცხადა.

კბილაშვილის განცხადებით, Wendy's-ის და Smart-ის ახალი ქსელი ვაკეში, ვაკის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე, 15 აპრილს გაიხსნება.

ცნობისთვის, Wendy's-ის პირველი რესტორანი თბილისში 2013 წლის 12 სექტემბერს, რუსთაველის გამზირზე გაიხსნა. 1000 კვადრატულამდე ფართობზე განთავსებული ორსართულიანი Wendy's-ის ამერიკული რესტორანი ბავშვთა გასართობ და სადღესასწაულო ცენტრს, სათამაშო ზონასა და კაფეს მოიცავს.