„ბარსელონას“ ყოფილმა ფეხბურთელმა, ბრაზილიელმა რონალდინიომ სპინერების ბიზნესი წამოიწყო.
37 წლის ფეხბურთელმა სპინერების საკუთარი კოლექცია გამოუშვა, რომელსაც ფეხბურთელის ავტოგრაფი ამშვენებს. სპინერები სამ ფერშია წარმოდგენილი: ოქროსფერში, ვერცხლისფერსა და შავში. ერთი სპინერის ფასი 12 აშშ დოლარია და მათი შეძენა ამ ეტაპზე მხოლოდ ონლაინ არის შესაძლებელი.
რონალდინიოს სპინერების კოლექციის პირველი პარტია უკვე გაიყიდა, მაგრამ ბრაზილიელმა ფეხბურთელმა განაცხადა, რომ სპინერების კიდევ ერთ პარტიას გამოუშვებს.
სპინერების გაყიდვიდან მიღებული მოგების ნაწილი არაკომერციული ორგანიზაცია Task Brasil-ს გადაერიცხება, რომელიც უსახლკარო ბავშვებს ეხმარება.