30 ივლისს დაბა სიონში, კორტების მიმდებარედ დამბალი ხაჭოს ფესტივალი გაიმართება.
მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ფესტივალს "სანათას სახლი" და "ჩვენი ფშავი" სოფლის მეურნეობის სამინისტროს, მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მხარდაჭერით წარმოადგენენ.
ღონისძიების ფარგლებში მოეწყობა დამბალი ხაჭოს და სხვა ნატურპროდუქტის გამოფენა-გაყიდვა, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, გაიმართება კონცერტი ფოლკლორული კოლექტივებისა და ინდივიდუალურ შემსრულებელთა მონაწილეობით.
ღონისძიებაზე მოწვეული არიან თანამედროვე ფშაური ლექსის და კაფიის საუკეთესო მთქმელები. გაიმართება ტრადიციული კონკურსები საუკეთესო ხარისხის დამბალი ხაჭოს დამამზადებლის და დამბალი ხაჭოს თემაზე საუკეთესო ლექსის ავტორების გამოსავლენად.