საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ქვეყნის მასშტაბით სამთო-საფეხმავლო ბილიკების ქსელის შექმნის პროექტზე მუშაობას აგრძელებს.
როგორც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციიდან იუწყებიან, პროექტი 5- წლიანია და რამდენიმე ეტაპს მოიცავს.
„პროექტის ფარგლებში 2016 წელს შეიქმნა პირველი სამთო-საფეხმავლო ბილიკების მონიშვნის ეროვნული სტანდარტი. ამ ეტაპისთვის უკვე მოკვლეულია: რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, სამცხე-ჯავახეთის, მცხეთა-მთიანეთის, გურიის, იმერეთის რეგიონები. ასევე მიმდინარეობს ქვემო ქართლის და შიდა ქართლის კვლევა. დასრულებულია ზემო სვანეთის ბილიკების და მათ შორის მთიან სამეგრელოსთან დამაკავშირებელი ბილიკების მონიშვნა.
მიმდინარეობს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო-სვანეთის ასევე, მთიანი სამეგრელოს მარშრუტების მონიშვნა. საერთო ჯამში წლის ბოლოს გვექნება 600 კილომეტრამდე მონიშნული ბილიკების ქსელის ნაწილი. პროექტი კიდევ 2-3 წელს გაგრძელდება და მოიცავს მთელს ქვეყანას. რაჭაში მიმდინარე სამუშაოები ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა დაათვალიერა“, - აღნიშნულია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციაში.