დავით ნარმანია - ცაგარელის #5-ში მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობის შეჩერების საკითხზე კონსულტაციები გაგრძელდება

ცაგარელის #5-ში მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობის შეჩერების საკითხზე კონსულტაციები გაგრძელდება , - ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, რომელმაც კომენტარი გააკეთა მოსახლეობის მოთხოვნაზე, შეჩერდეს აღნიშნული მშენებლობა.

დავით ნარმანიას თქმით, მათთვის მოსახლეობის აღნიშნული პრობლემა ცნობილია.

„ჩვენთვის ცნობილია, მოსახლეობის წუხილი. რამდენადაც ვიცი, ის კორპუსი, სადაც მოსახლეობა ცხოვრობს, ძალიან ავარიულია და იქ გამაგრებითი სამუშაოები ჩატარდა. ჯერჯერობით მშენებელს სამუშაოები არ დაუწყია, ვინაიდან ტერიტორიის გასუფთავების სამუშოები მიმდინარეობს. საკითხი სასამართლოშია გასაჩივრებული. ჩვენც თვალყურს ვადევნებთ ამ ყველაფერს, რათა მოსახლეობის ინტერესები არ დაზიანდეს. უახლოეს პერიოდის განმავლობაში გაგრძელდება ამ საკითხზე კონსულტაციები და მსჯელობა, რათა მივიღოთ შესაბამისი გადაწყვეტილება“, - განაცხადა ნარმანიამ.