1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4022 ლარი გახდა.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.4022 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.3993 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0029 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8125 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7933 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0192 ლარი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ხვალიდან შევა ძალაში.