31 ივლისს საფრანგეთში, ქალაქ ბორდოში, ღვინის ცივილიზაციის ცენტრში - Cité des Civilisations Du Vin გამოფენა გაიხსნება , სახელწოდებით: "საქართველო - მეღვინეობის აკვანი“. მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ საქართველო არის პირველი მიწვეული ქვეყანა, რომელიც ღვინის ცივილიზაციის ცენტრში მევენახეობა-მეღვინეობის გამოფენათა ციკლს გახსნის და ღვინის ცივილიზაციის მუზეუმის საპატიო მასპინძელი იქნება.
გამოფენა 4 თვეს გაგრძელდება და ნოემბრის ბოლოს დაიხურება. ეროვნულმა მუზეუმმა უკვე მოამზადა ექსპოზიცია, რომელსაც დამთვალიერებელი ქალაქ ბორდოში, ღვინის ცივილიზაციის ცენტრში იხილავს.
გამოფენაზე ქართული მეღვინეობის კულტურის მატერიალური ძეგლების გარდა, ჩვენი მეღვინეობის დღევანდელობაზეც იქნება საუბარი. კერძოდ იმაზე, რომ ბოლო წლებში მსოფლიოში ქართული ღვინის გაყიდვების მაჩვენებელი ძალიან გაიზარდა. იხილეთ გაგრძელება