სარეკლამო კომპანია Dentsu Aegis Network-ის პროგნოზით, მიმდინარე წელს მსოფლიოში ინტერნეტ რეკლამაზე დანახარჯები 563 მილიარდ დოლარს მიაღწევს.
კომპანიის პროგნოზი ამერიკის, აზიის, ევროპის, წყნარი ოკეანეთის, შუა აზიისა და აფრიკის 59 ქვეყნის მონაცემებს ეყრდნობა.
კომპანიის მონაცემებით, მიმდინარე წელს ინტერნეტ რეკლამის წილი მთლიან სარეკლამო დანახარჯებში 34,8% იქნება, სატელევიზიო რეკლამის წილი კი 37,1%.
Dentsu Aegis Network-ის ივნისის ანგარიშის თანახმად, 2018 წელს მსოფლიოში ინტერნეტ რეკლამაზე დანახარჯები კიდევ 4,3%-ით გაიზრდება. როგორც ანგარიშშია აღნიშნული, მომავალ წელს სარეკლამო დანახარჯებზე გავლენას იქონიებს ისეთი მასშტაბური ღონისძიებები, როგორების სამხრეთ კორეის ზამთრის ოლიმპიადა და პარაოლიმპიური თამაშები, რუსეთში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში და აშშ-ის კონგრესის არჩევნები.
ანგარიშის თანახმად, 2018 წელს ინტერნეტ რეკლამის წილი მთლიანდ სარეკლამო დანარჯებში 37,6%-მდე გაიზრდება, სატელევიზიო რეკლამის წილი კი 2017 წელთან შედარებით შემცირდება და 35,9%-ს შეადგენს.