ბევრი უცხოელი ღვინის სპეციალისტი მიიჩნევს, რომ ქართული ყურძნის ჯიშებიდან ყველაზე დიდი პოტენციალის მქონე ყურძნის ჯიში და, შესაბამისად, ღვინოც საფერავია. საფერავი აუცილებლად მშრალია, განსაკუთრებით ქვევრის ღვინო. ფაქტია, რომ საფერავი ყველაზე წარმატებულია საერთაშორისო ბაზარზე. კიდევ ერთი უნიკალური ჯიში - რქაწითელია, შემდეგ მოდიან: ხიხვი, ქისი და მწვანე, რომლებიც, სამწუხაროდ, საბჭოთა პერიოდში მივიწყებული იყო, რადგან სხვებთან შედარებით მცირემოსავლიანი ჯიშებია და არ ექცეოდა ყურადღება.
ასევე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და იშვიათი ჯიშია უსახელოური, ლეჩხუმის გარდა სხვა რაიონებში თითქმის არ ხარობს. იგი მაღალმთიან რაიონში მოდის და, შესაბამისად, ღვინოც შეზღუდული რაოდენობით მზადდება. უსახელოურისგან დამზადებული ღვინო და ასევე ხვანჭკარა, რომელიც ალექსანდროულისგან და მუჯურეთულისგან მზადდება, ნახევრად ტკბილი ღვინოებია. ეს ღვინოები საკმაოდ სახელგანთქმული იყო საბჭოთა პერიოდში, შესაბამისად, პოპულარული უფრო რუსეთის ბაზარზე იყო. ისეთ ქვეყნებში, სადაც ღვინის მაღალი კულტურა აქვთ, ნახევრად ტკბილი ღვინოები ნაკლებად აინტერესებთ, იქ უფრო მშრალ ღვინოებს ანიჭებენ უპირატესობას. განაგრძეთ კითხვა