საბაჟო გამშვებ პუნქტ „ყაზბეგში“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, რუსეთის მოქალაქე გ.მ-ს მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის დათვალიერებისას, არადეკლარირებული პნევმატური იარაღი 2 მჭიდით და 24 ცალი ვაზნით აღმოაჩინეს.
როგორც შემოსავლების სამსახურიდან იუწყებიან, საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის ყაზბეგის რაიონულ სამმართველოს გადაეცა.