„მაიკროსოფტის“ დამფუძნებელმა ბილ გეითსი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის წოდება ერთი დღით დაკარგა.
პლანეტის უმდიდრესი ადამიანი ინტერნეტ-კომპანია Amazon.com-ის დამფუძნებელი, ამერიკელი მილიარდერი ჯეფ ბეზოსი გახდა.
"ფორბსის" ინფორმაციით, ბეზოსი პირველ ადგილზე „ამაზონის“ აქციათა კურსის 1,6 %-ით გაზრდის შედეგად გავიდა. ამის გამო, მისი ქონება 1,4 მილიარდი დოლარით გაიზარდა და 90,6 მილიარდი დოლარი შეადგინა. ამ მაჩვენებლით ჯეფ ბეზოსმა 500 მილიონი დოლარით გადაუსწრო ბილ გეითსს. თუმცა, გუშინვე დღის ბოლოს "ამაზონის"აქციების ფასი შედარებით დაეცა, რის შედეგად კომპანიის დამფუძნებელმა მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში მეორე ადგილზე ჩამოინაცვლა.
"ბლუმბერგის" ბოლო მონაცემებით, ბილ გეიტსის ქონება ამ დროისთვის 90.7 მილიარდ დოლარს შეადგენს, ჯეფ ბეზოსის კი 89.3 მილიარდ დოლარს. მესამე ადგილზე კვლავ რჩება ესპანელი ამანსიო ორტეგა 82.7 მილიარდი დოლარით.