"ვითიბი ბანკი" სამომხმარებლო სესხებზე აქციას აგრძელებს

"ვითიბი ბანკის" აქცია სამომხმარებლო სესხებზე 1 მაისამდე გაგრძელდება.

სამომხმარებლო სესხის აღება შესაძლებელია ნებისმიერი მიზნობრიობით, ყოველგვარი უზრუნველყოფის გარეშე. მინიმალური შემოსავალი კი თვეში 300 ლარს უნდა შეადგენდეს.

როგორც ბანკში აცხადებენ, აღნიშნული აქციის ფარგლებში, ამერიკულ დოლარში აღებული სესხის განაკვეთი 7%- დან იწყება. სამომხმარებლო სესხზე მაქსიმალური თანხა 18 000 დოლარს შეადგენს, მაქსიმალური ვადა კი 3 წლით განისაზღვრა.