ხარაგაულში სარკინიგზო გვირაბის ნაწილის ჩამონგრევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა

ხარაგაულში, სოფელ ანეულასთან სარკინიგზო გვირაბის ნაწილის ჩამონგრევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა.

როგორც ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ნიკოლოზ თოფურიძემ განაცხადა, შემთხვევა სოფელ ანეულასთან გუშინ საღამოს მოხდა, სადაც სარკინიგზო გვირაბების მშენებლობა მიმდინარეობს.

გამგებლის ინფორმაციით, გვირაბის ნაწილის ჩამონგრევის შედეგად, იქ დასაქმებული 2 ადამიანი დაშავდა, მათგან ერთი მსუბუქადაა დაშავებული, ხოლო მეორე - შედარებით მძიმედ.

მისივე თქმით, აღნიშნული პირი თბილისში, კლინიკა „ლანცეტში“ გადმოჰყავთ.