ხარაგაულში სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის სამუშაოებს, სადაც ორი მუშა დაშავდა, „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბრიგადა“ აწარმოებს

ხარაგაულში, სოფელ ანეულასთან სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის სამუშაოებს, სადაც ორი მუშა დაშავდა, დაქირავებული კომპანია „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბრიგადა“ აწარმოებს.

ამის შესახებ „საქართველოს რკინიგზაში“ განაცხადეს.

მათივე ინფორმაციით, „საქართველოს რკინიგზაში“ არკვევენ თუ რამ გამოიწვია გვირაბის ნაწილის ჩამონგრევა.

შემთხვევა სოფელ ანეულასთან გუშინ საღამოს მოხდა. დაშავებულთაგან ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმეა და ის თბილისში, კლინიკა „ლანცეტში“ გადმოჰყავთ.