EMEA Finance-მა  "თიბისი ბანკი" 2013 წლის საუკეთესო ბანკად დაასახელა

"თიბისი ბანკმა" მსოფლიოს წამყვანი ფინანსური ჟურნალისგან, EMEA Finance-სგან ორი ჯილდო მიიღო.

გარდა 2013 წლის საუკეთესო ბანკის ტიტულის მინიჭებისა, ამავე ჟურნალმა "თიბისი ბანკი" დააჯილდოვა, როგორც ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესო კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ბანკი.

EMEA Finance-ის რედაქტორის, ტიბ ბურკის თქმით, 2013 წელი "თიბისი ბანკისთვის" საკმაოდ წარმატებული იყო.  "თავისი სასესხო პორტფელით "თიბისი ბანკმა" შეძლო, მნიშნელოვანი პარტნიორობა გაეწია ლოკალური კომპანიებისა და ბიზნესებისათვის, ასევე "თიბისი ბანკმა" შეინარჩუნა ლიდერობა საქართველოს საბანკო ბაზარზე საცალო დეპოზიტების თვალსაზრისით, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ის ყველაზე სანდო ბანკია საქართველოში”, - აღნიშნა ტიბ ბურკიმ.

ბანკის ინფორმაციით, "თიბისი ბანკი" ერთადერთი ქართული კომპანიაა, რომელმაც კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის გამო საერთაშორისო ჯილდო მიიღო. რაც შეეხება საუკეთესო ბანკის წოდებას საქართველოში, ამ ჯილდოს "თიბისი ბანკი" EMEA Finance-ისგან უკვე მესამე წელია იღებს.