ცნობილმა ფინურმა კომპანია „ნოკიამ“ მომხმარებელს უკვე წარუდგინა Nokia 3, შუალედური მოდელები - Nokia 5 და Nokia 6 კი უახლოეს კვირებში გამოჩნდება დახლებზე. თუმცა, საფლაგმანო მოდელის Nokia 8-ის პრემიერა წლის ბოლოსთვის, საშობაოდ იგეგმება.
გავრცელებული ინფორმაციით, „ნოკიას“ ახალი მოდელი აღიჭურვება იმავე ფუნქციებით, როგორითაც ბაზარზე წარმოდგენილი OnePlus 5 და Samsung Galaxy S8, მათ შორის საუბარია 4GB ოპერატიულ მეხსიერებაზე და საბაზო 64 GB -იან შიდა მეხსიერებაზე. Nokia 8-ის ასევე ექნება ორმაგი კამერა, რომელიც უფრო მკვეთრი გამოსახულებისა და უკეთესი ხარისხის ზუმის საშუალებას იძლევა. მოწყობილობის სავარაუდო ღირებულებაზე ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა.
ექსპერტთა ვარაუდით, გამორიცხული არ არის Nokia 8-მ სერიოზული კონკურენცია გაუწიოს Apple-ის iPhone 8-სა და Samsung-ის Note 8-ს, რომელთა დებიუტიც უახლოეს კვირებშია დაგეგმილი.
კოკა კვირკველია