შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი თბილისის ქუჩებში გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის მაიკლ პენსის ვიზიტთან დაკავშირებით, შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი თბილისის ქუჩებში გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს.

კერძოდ, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, 31 ივლისის 10:00 საათიდან 1-ელი აგვისტოს 17:00 საათამდე ავტომანქანებით გადაადგილება აიკრძალება ჭანტურიას ქუჩაზე; 31 ივლისს 20:00 საათიდან 1-ელი აგვისტოს 16:00 საათამდე დაიკეტება რუსთაველის გამზირი. 31 ივლისის 19:00 საათიდან 22:00 საათამდე მოძრაობა შეიზღუდება კოჯრის გზატკეცილზე, კოჯრიდან თბილისის მიმართულებით. ავტომანქანები შინდისი-კრწანისის დამაკავშირებელი ახალი გზით იმოძრავებენ.