ბაზრები და ბაზრობები 2 მილიონ კვ. მეტრზეა განთავსებული

გასულ წელს საქართველოში მოქმედი ბაზრები, ბაზრობები და ბაზრობის ტიპის საწარმოები 2,0 მილიონ კვადრატულ მეტრ ფართობზე იყო განთავსებული. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „საქსტატი“ ავრცელებს.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, ამ ტერიტორიაზე განლაგებული დახლების 66,7% შენობაშია განთავსებული. ბაზრობებს გააჩნია 80 ვეტსანექსპერტიზის ლაბორატორია, 1673 - შემნახველი საკანი (საწყობი) 30,0 ათასი კვ. მეტრი ფართობით, 0,8 ათასი ტონის ტევადობის - 353 მაცივარი.

ამასთან, მათივე ცნობით, ბაზრობების 95,7% კერძო საკუთრებაშია, ხოლო 4,3% - სახელმწიფო საკუთრებაში.