იპოთეკური სესხი არის უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი გრძელვადიანი მიზნობრივი კრედიტი, რომლის მეშვეობით შეგიძლიათ შეიძინოთ, ააშენოთ ან გაარემონტოთ უძრავი ქონება - ბინა, აგარაკი, მიწის ნაკვეთი.
სესხის პირობები ინდივიდუალურია და დამოკიდებულია მომხმარებლის შემოსავალზე, მის საკრედიტო ისტორიაზე და შესაძენი ქონების ღირებულებაზე. იპოთეკური სესხის აღება შესაძლებელია, როგორც ეროვნულ, ისე უცხოურ ვალუტაში, საპროცენტო განაკვეთი დაახლოებით 8%-იდან იწყება, სესხის დაფარვის მაქსიმალური ვადა კი 180 თვე, ანუ 15 წელია.
იპოთეკური სესხის სარგებლობისას უნდა გავითვალისწინოთ ის დამატებითი დანახარჯები, რომელიც თან ახლავს:
სესხის დაფარვის გრაფიკი და საპროცენტო განაკვეთი დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორებზე: კრედიტის მოცულობა, მსესხებლის შემოსავალი და მისი სტაბილურობა და სხვა. იპოთეკის ხელშეკრულება რეგისტრირდება საჯარო რეესტრში.
წყარო საზოგადოება და ბანკები