2016 წელს ბაზრების, ბაზრობების და ბაზრობის ტიპის საწარმოების შემოსავლებმა 144,3 მილიონი ლარი შეადგინა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ბაზრობების ტერიტორიაზე მოვაჭრე ეკონომიკური სუბიექტების მიერ ვაჭრობის უფლებისათვის (ერთჯერადი გადასახდელის სახით) 53,3 მილიონი ლარია გადახდილი. ეს კი ბაზრობების დირექციების შემოსავლების 36,9%-ს შეადგენს. 57,2% სავაჭრო ფართის გაქირავებიდან მიღებული შემოსავლებია, ხოლო 5,8% სხვა სახის შემოსავლებს მიეკუთვნება.
რაც შეეხება დანახარჯებს, 2016 წელს ბაზრობის ორგანიზებით დაკავებული ეკონომიკური სუბიექტების დანახარჯებმა 98,2 მილიონი ლარი შეადგინა, აქედან შრომის ანაზღაურებამ დასაქმებულ პერსონალზე - 27,3 მილიონი ლარი.
იხილეთ ვიდეო PALITRANEWS.GE-ზე