"ტესლას" ყველაზე იაფფასიანი ავტომობილის შეძენა უკვე შესაძლებელია (+ვიდეო)

"ტესლას" მწარმოებელმა, მასობრივ მომხმარებელზე გათვლილი ეკოლოგიური ავტომობილის ახალი მოდელი გამოუშვა. ამ მომენტისთვის, ხუთადგილიანი სედანი - Model 3 "ტესლას" ყველაზე იაფფასიანი ავტომობილია.

ახალი მოდელი გასული წლის მარტში წარადგინეს, თუმცა, პირველმა ოცდაათმა მომხმარებელმა, ძირითადად კომპანიის თანამშრომლებმა, შეძენილი ავტომობილები ახლა მიიღეს.

ტესლას ხელმძღვანელი ილონ მასკი მიიჩნევს, რომ Model 3 ამ ღირებულების ავტომობილებს შორის საუკეთესოა.

რაც შეეხება ფასს, ყველაზე იაფი კომპლექტაციის ელექტრომობილის შეძენა 35 ათას დოლარად არის შესაძლებელი. მწარმოებლების თქმით, ასეთი ფასი, მომხმარებელთა ფართო წრეების დაინტერესებას გამოიწვევს.

წყარო ALLNEWS.GE

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS.GE-ზე