"საქართველოს ბანკის" ექსპრეს ფილიალი გაძარცვეს

თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე მდებარე "საქართველოს ბანკის" ექსპრეს ფილიალზე წუხელ თავდასხმა მოხდა.

"საქართველოს ბანკის" პრესსამსახურის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, მათთვის მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ თავდამსხმელი ერთი იყო.

"საბედნიეროდ, ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა", - აცხადებენ ბანკის პრესსამსახურში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით კი, სისხლის სამართლის საქმე 179-ე მუხლით არის აღძრული, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

ჯერჯერობით უცნობია, რა რაოდენობის თანხის გატანა შეძლო თავდამსხმელმა.