კალაძის მენეჯმენტი - როგორ შეიცვალა ენეგეტიკული რეგრესი პროგრესით

ეკონომისტი მიხეილ დონდუა „ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე  ენერგეტიკის სამინისტროსა და ქართული ენერგეტიკის შესახებ წერს.

„ბიზნესპრესნიუსი" პოსტს უცვლელად გთავაზობთ.

"იმ ფონზე როცა გაზსაცავისათვის გამოყოფილი ასეულობით მილონი დოლარის საერთაშორისო დახმარება სააკაშვილის მთავრობამ უგზოუკვლოდ გაფლანგა და გაანიავა, ნაც.მოძულეები კახი კალაძეს ქართული ენერგეტიკის დაქცევაში ურცხვად ადანაშაულებენ.

ის ფაქტი, რომ კალაძის მინისტრობის 4 წლიან პერიოდში (2013-2016წწ) ენერგეტიკაში 89%-ით მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია მივიღეთ, ვიდრე ნაცების ბოლო 4 წელს, ეს უკვე წინათ გითხარით.

ახლა შევაფასოთ კალაძის სამინისტრო თვისობრივი პარამეტრებით. ვნახოთ, როგორ იზრდებოდა ელექტროენერგიის დადგმული სიმძლავრე და ელექტროენერგის წარმოება საქართველოში ბოლო წლების განმავლობაში:

ელექტროსადგურების ჯამური დადგმული სიმძლავრე 2012 წელს 2010 წელთან შედარებით მხოლოდ 20 მეგავატით გაიზარდა. 2014 წელს 2012-თან შედარებით ზრდა 60 მეგავატი იყო, (ანუ 3-ჯერ მეტი !), 2016 წელს 2014 წელთან შედარებით ზრდამ 446.5 მეგავატი (!!!) შეადგინა და ნაციონალური მოძრაობის უკანასკნელი შედეგები სამუდამოდ გააუფერულა. დღეს ელექტროსადგურების ჯამური დადგმული სიმძლავრე 3915.5 მეგავატია(2016 წ) და მუდმივად პროგრესირებს.

რაც შეეხება, ელექტრო ენერგიის გამომუშავებას, აქ პროგრესი კიდევ უფრო თვალშისაცემია. 2012 წელს 2010 წელთან შედარებით ელექტროენეგიის წლიური გამომუშავება არათუ გაიზარდა, პირიქით - მკვეთრად შემცირდა, შემცირდა 360 გვტ.სთ-ით (!).  

2014 წელს 2012 წელთან შედარებით ზრდამ 674 გვტ.სთ შეადგინა, ხოლო 2016 წელს 2014-თან შედარებით ელექტროენერგიის წლიური გამომუშავება 1 202 -ით გაიზრდა(!!!). 2016 წელს ელექტროენერგიის გამომუშავება 11574 გვტ.სთ-ს უტოლდება და ჩვენი დროის ისტორიულ მაქსიმუმზეა,"- წერს დუნდუა.

bpn