1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3952 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.3952 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.3956 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0004 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8285 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8103 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0182 ლარი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ხვალიდან შევა ძალაში.
აღსანიშნავია, რომ დღეს გამართულ სავალუტო აუქციონზე ეროვნულმა ბანკმა 20 მლნ აშშ დოლარი შეისყიდა.