სს „კახეთის ენერგოდისტრიბუცია“ აუქციონზე გაიყიდა. კომპანიის სამეურვეო ქონება აუქციონზე დღეს 21 716 382.97 ლარად გაიყიდა.
ენერგოსადისტრიბუციო კომპანია აუქციონზე აღსრულების ეროვნულმა ბიურომ 24 ივლისს გაიტანა. აღსანისნავია, რომ ეს კომპანიის გაყიდვის მეორე მცდელობაა, რადგან 3 ივლისს გამოცხადებული აუქციონი უშედეგოდ დასრულდა.
ს/ს,,კახეთის ენერგოდისტრიბუცია“ 2003 წელს შეიქმნა. 2005 წლიდან კი გაკოტრების რეჟიმზე გადავიდა, რაც 2008 წლის დეკემბრამდე გრძელდებოდა. აღნიშნულ პერიოდში კომპანია აუქციონზე 6 მილიონ 100 ათას დოლარად ლიტვურმა კონცერნმა ,,ახემა-გრუპემა“ შეიძინა. თუმცა, ,,ახემა-გრუპის“ მფლობელობის ქვეშ კომპანია კვლავ გაკოტრების რეჟიმში აღმოჩნდა, 2011 წელს მის მიმართ გაკოტრების საქმე გაიხსნა.
როგორც კომპანიის გვერდზეა მითითებული, ენერგოსადისტრიბუციო კომპანიას 4 417 544 ლარი დავალიანება აქვს. დღემდე კომპანია გაკოტრების რეჟიმში მუშაობს და გაკოტრების მმართველი, აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელი ხელმძღვანელობს.