მიმდინარე წლის ივნისის მონაცემებით, კომერციულმა ბანკებმა ჯარიმებიდან 38 მილიონი ლარის ოდენობის შემოსავალი მიიღეს. ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.
ამასთან, გასული წლის ანალოგიური პერიოდში ბანკების შემოსავლებმა ჯარიმებიდან 31.9 მილიონი ლარი, 2016 წლის დეკემბრის მონაცემებით კი 79 მილიონი ლარი შეადგინა.
როგორც სებ-ის მიერ გამოქვეყნებულ „ბანკების მომგებიანობისა და ეკონომიკის დაკრედიტების მიმდინარე ტენდენციებში“ ვკითხულობთ, ბოლო 5 წლის გამავლობაში ჯარიმებიდან მიღებული შემოსავლები ბანკების ჯამური შემოსავლების საშუალოდ მხოლოდ 2.5% და ჯამური საკრედიტო პორტფელის 0.5%-ია.