ნიკორწმინდის ტაძრის რესტავრაციისა და ტერიტორიის კეთილმოწყობისთვის 2 200 000 ლარი დაიხარჯება

ნიკორწმინდის ტაძრის რესტავრაციისა და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობისთვის 2 200 000 ლარი დაიხარჯება.როგორც რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან იუწყებიან, ამბროლაურში უკვე განიხილეს პროექტი, რომელიც ითვალისწინებს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის - ნიკორწმინდის ტაძრის რესტავრაციას. ასევე, მიმდებარე ტერიტორიაზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობასა და ტაძრამდე მისასვლელი გზის აღდგენას.

„გარდა ამისა სოფლის ცენტრიდან ტაძრისკენ მიმავალ გზაზე არსებულ მიწის ნაკვეთზე გათვალისწინებულია სკვერის მოწყობა და სუვენირების მაღაზიის მშენებლობა. პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს და მისი ღირებულება 2 200 000 ლარს შეადგენს. პროექტის მიზანი,ა ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება და რეგიონის პოპულარიზაციის ხელშეწყობა“, - აცხადებენ რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში.